დემოგრაფია
დემოგრაფია — მეცნიერება მოსახლეობის აღწარმოების კანონზომიერებების შესახებ, მისი ხასიათის დამოკიდებულებაზე სოციალურ-ეკონომიკურ, ბუნებრივ პირობებზე, მოსახლეობის ეთნიკურ, ენობრივ, რელიგიურ შემადგენლობაზე და ა.შ.
ეკონომიკური გეოგრაფია
ეკონომიკური გეოგრაფია — საზოგადოებრივი გეოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის ეკონომიკური საქმიანობის განაწილებას და სივრცულ ორგანიზაციას. ერთი გაგებით, იგი შეისწავლის საზოგადოებრივ (სოციალურ-ეკონომიკურ) პროცესთა გეიგრაფიულ თავისებურებებსა და კანონზომიერებებს, ხოლო მეორე, უფრო თანამედროვე გაგებით, ეკონომიკური გეოგრაფია მხოლოდ ეკონომიკის დარგების გეოგრაფიაა და შეისწავლის წარმოების განლაგების თავისებურებებსა და კანონზომიერებებს. ის საკმაოდ ფართო დისციპლინაა და მისი შესწავლისას ეკონომ-გეოგრაფები სხვადასხვა განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებენ.
ეკონომიკური გეოგრაფიის შემადგენელი ნაწილებია:
- სოფლის მეურნეობის გეოგრაფია
- მრეწველობის გეოგრაფია
- საერთაშორისო ვაჭრობის გეოგრაფია
- ბუნებრივი რესურსების გეოგრაფია
- ტრანსპორტისა და კომუნიკაციების გეოგრაფია
- და ა.შ.
ისტორიული გეოგრაფია
ისტორიული გეოგრაფია — გეოგრაფიისა და ისტორიის დარგი; შეისწავლის ამ თუ იმ ქვეყნის ან ტერიტორიის ფიზიკურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გეოგრაფიას ისტორიულ წარსულში. მისი მიზანია დაადგინოს ამა თუ იმ ქვეყნის ძველი საზღვრები, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფა, ძველი ქალაქებისა და სოფლების მდებარეობა, გზათა ქსელი, ციხესიმაგრეთა და საკულტო ნაგებობათა განლაგება და მოქმედების არე, მეურნეობის მდგომარეობა, ხალხთა მიგრაცია, ამბოხებანი, ლაშქრობათა გზები, სავაჭრო და კულტურული კავშირები მეზობელ ქვეყნებთან, აგრეთვე ადამიანის ზეგავლენა ბუნებაზე (ტყის გაკაფვა, გზებისა და არხების გაყვანა) და, პირიქით, ბუნებრივი მოვლენების (მიწისძვრა, კლდეზვავი, წყალდიდობა და სხვ.) ზეგავლენა ადამიანის ყოფაზე.
ისტორიული გეოგრაფია ემყარება კარტოგრაფიულ, წერილობითსა და არქეოლოგიურ წყაროებს, ტოპონომიკას და საფუძველს უმზადებს ისტორიული რუკების შედგენას.
ისტორიული გეოგრაფიის კვლევის ძირითადი მიმართულებებია:
- ისტორიული ფიზიკური გეოგრაფია (ისტორიული მიწათმცოდნეობა);
- ისტორიული პოლიტიკური გეოგრაფია;
- ისტორიული მოსახლეობის გეოგრაფია;
- ისტორიული სოციალური გეოგრაფია;
- ისტორიული კულტურული გეოგრაფია;
- ისტორიული გეოგრაფია - ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთკავშირის თვალსაზრისით;
- ისტორიული ეკონომიკური გეოგრაფია;
- ისტორიულ-გეოგრაფიული ქვეყანათმცოდნეობა.
ქალაქ პარიზის გეგმა (1740)
კარტოგრაფია
კარტოგრაფია — მეცნიერებაობიექტური სინამდვილის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცის და მისი დროის მიხედვით ცვალებადობის შესახებ. ეს კონკრეტული სივრცე, როგორც სინამდვილის საგნებისა და მოვლენების ურთიერთგანლაგების წესრიგი, სამგანზომილებიანი, დროში ცვალებადი კონტინუუმია.
მისი სახისათვის კარტოგრაფია იყენებს სპეციფიკურ ხელოვნურ ნიშნობრივ სისტემას - „რუკის ენას“ და სპეციფიურ მეთოდს - კარტოგრაფიულ მოდელირებას. კარტოგრაფიული შემეცნების შედეგს წარმოადგენს საკვლევი სინამდვილის კარტოგრაფიული მოდელი, რასაც მეცნიერებაში და საზოგადოებრივ პრაქტიკაში რუკა ეწოდება.
კულტურული გეოგრაფია
კულტურული გეოგრაფია — საზოგადოებრივი გეოგრაფიის ერთ-ერთი განშტოება. შეისწავლის კულტურულ პროდუქტებსა და ნორმებს და მათ ცვალებადობას დროსა და სივრცეში. ფოკუსირდება აღწეროს და გააანალიზოს ენები, რელიგიები, ეკონომიკა, მთავრობები და სხვა კულტურული ფენომენების ცვალებადობის ან შენარჩუნების მუდმივა ერთი ადგილიდან მეორეში, ასევე ხსნის როგორ მოქმედებენ ადამიანები სივრცეში.
კულტურული გეოგრაფიის შესწავლის არეალი საკმაოდ ფართოა.
პოლიტიკური გეოგრაფია
პოლიტიკური გეოგრაფია — გეოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის პოლიტიკური ძალების ტერიტორიულ განაწილებას და შეფარდებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ცალკეულ ქვეყნებსა და ქვეყნების ჯგუფებს შორის მათ სოციალულ-ეკონომიკურ სტრუქტურასთან დაკავშირებით; ქვეყნებისა და სახელმწიფოების ტერიტორიული ფორმირების, მათი სახელმწიფო საზღვრების, ისტორიული ოლქების, ადმინისტრაციული წყობის საკითხებს.
მსოფლიოს პოლიტიკური რუკა
პოტამოლოგია
პოტამოლოგია — ჰიდროლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის მდინარეებსა და მათთან დაკავშირებულ ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ საკითხებს. პოტამოლოგიის კვლევის საგანია: მდინარეების ჰიდროლოგიური პროცესების, მდინარეთა აუზების მორფომეტრიის, მდინარეთა ქსლის აგებულების, კალაპოტური პროცესების, მდინარეთა შესართავისპირა მხარეების, მდინარეთა აუზებში წყლის აორთქლებისა და ინფილტრაციის, მდინარეთა წყლის, თერმული და მყინვარული რეჟიმების, მდინარეთა ნაყარის, მდინარეთა წყაროებისა და ზოგადად კვების, მდინარეებში სხვადასხვაგვარი ქიმიური და ფიზიკური პროცესების შესწავლა და აღწერა.
პოტამოლოგიის შესწავლის საგანი — მდინარე
საზოგადოებრივი გეოგრაფია
საზოგადოებრივი გეოგრაფია — დასავლური მიდგომის შესაბამისად, ეს არის გეოგრაფიის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს ამ მეცნიერების ყველა ასპექტს, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც უშუალოდ ეხება ფიზიკურ (ბუნებრივ) გარემოს, და ისეთი გეოგრაფიული დისციპლინებისა, რომლებიც შეისწავლიან წმინდა ტექნიკურ საკითხებს. მთლიანად გეოგრაფიის მსგავსად, საზოგადოებრივი გეოგრაფიაც მოიცავს სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ სფეროს:
- სივრცობრივ ანალიზს — საზოგადოების არსებობის და საქმიანობის აღრიცხვასა და აღწერას დედამიწის ფარგლებში.
- ადამიანებისა და მათი გარემოს (როგორც ბუნებრივის, ასევე სოციალურ-ეკონომიკურის) ურთიერთკავშირსა და ურთიერთქმედებას.
- რეგიონულ სინთეზს — რომელიც ახდენს პირველი ორი საკითხის კომბინირებას განსაზღვრული ადგილმდებარეობის ფარგლებში.
სამედიცინო გეოგრაფია
სამედიცინო გეოგრაფია — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის დაავადებათა და პათოლოგიურმდგომარეობათა გავრცელებას, გავრცელების მიზეზებს და გეოგრაფიული გარემოს გავლენას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. სამედიცინო გეოგრაფია ვითარდება გეოგრაფიისა და სამედიცინო ბიოლოგიურ მეცნიერებათა მიჯნაზე, მჭიდროდ უკავშირდება ეკოლოგიას, ეპიდემიოლოგიას, ჰიგიენას, ფიზიკურ და ეკონომიკურ გეოგრაფიას.
ურბანული გეოგრაფია
ურბანული გეოგრაფია (გეოურბანისტიკა) — ეკონომიკური გეოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის საქალაქო ცენტრებთან დაკავშირებულ კომპლექსურ ანალიზებსა და პრობლემებს. როგორც საზოგადოებრივი გეოგრაფიის გამოყენებითმა დარგმა განიცადა რამდენიმე ცვლილება თავისი პარადიგმების მდგომარეობის მიხედვით. პირველი პარადიგმა „ნაკვეთი“, რომელიც საკუთრივ ურბანული გეოგრაფიის ჩამოყალიბებით დასრულდა — წარმოიშვა ქალაქის ტრადიციული გაგებით „დიდი ქარხანის“ სახით, რომელშიც შესაძლებელია გამოითვალოს ცხოვრებისუნარიანობის ძირითადი პარამეტრები და შემდგომ სისტემურ პრობლემებზე დაფუძნებული მოვლენების პროგნოზირებისა და წინსვლითი რეაქციების საკითხები. ასეთმა მიდგომამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ XX საუკუნის 60-70-იან წლებში საზოგადოებრივი გეოგრაფიის ამ დარგმა — ურბანულმა გეოგრაფიამ მეთოდოლოგიური საფუძვლების ცვლილება განიცადა.
ქალაქი ნიუ-იორკი — მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ურბანული ადგილი.
ფიზიკური გეოგრაფია
ფიზიკური გეოგრაფია — დედამიწის გეოგრაფიული გარსის კომპლექსურად შემსწავლელ გეოგრაფიულ მეცნიერებათა სისტემა. ფიზიკური გეოგრაფიის მთავარი ამოცანაა დედამიწის ზედაპირზე ბუნებრივ მოვლენათა შორის ფუნქციონალურ დამოკიდებულებათა გამოვლენა, ბუნებრივ გარემოზე ადამიანის ზემოქმედების პრობლემის შესწავლა და ბუნებრივი ტერიტორიული (აკვატორიული) კომპლექსების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების გზების შემუშავება.
დედამიწის ფიზიკური რუკა
ქვეყანათმცოდნეობა
ქვეყანათმცოდნეობა — გეოგრაფიული მეცნიერების დარგი, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის კონტინენტებს, ცალკეულ ქვეყნებს, დიდ რაიონებს. ქვეყანათმცოდნეობა გვიჩვენებს, თუ როგორ ვლინდება კონკრეტულ ტერიტორიებზე ფიზიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის მიერ დადგენილი ზოგადი კანონზომიერებანი და ტოპოლოგიური ნიშნები.
No comments:
Post a Comment