სამოდელო გაკვეთილები N2


სამოდელო (ინოვაციური) გაკვეთილი

მასწავლებელი: ნესტან კორძაია

საგანი: გეოგრაფია

კლასი: IX1

თემა:ბუნებრივი კატასტროფები

მოსწავლეთა პროფილი: მოსწავლეთა რაოდენობა 28 ( 1-სსსმ)

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ: ბუნებრივი კატასტროფების სახეების გაცნობა და

საქართველოში მისი გავრცელების შესაძლო არეალებზე არგუმენტირებულ მსჯელობა,

დაადგინონ კატასტროფების გამომწვევი მიზეზები და იმსჯელონ მათი თავიდან აცილების გზებზე.

განუვითარდეთ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარი.

მოსალოდნელი შედეგები:

მოსწავლეები იმსჯელებენ ბუნებრივი კატასტროფების შესახებ

დაადგენენ საქართველოში კატასტროფების გავრცელების არეალებს

მოსწავლეები დაადგენენ კატასტროფების გამომწვევ მიზეზებს, გავრცელების არეალებს და

იმსჯელებენ მათი თავიდან აცილების შესაძლო გზებზე.

განუვითარდებათ: ანალიზის, მსჯელობის, რუკაზე მუშაობის, კრიტიკული აზროვნების

უნარ-ჩვევები.
სტანდარტი:გეო.IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების (ფოტოები,
გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და
პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აანალიზებს რუკების, გრაფიკების, ცხრილების, დიაგრამების და სქემების საშუალებით
წარმოდგენილ გეოგრაფიულ ინფორმაციას;
გეო.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემების
წარმოქმნის ბუნებრივი და ანთროპოგენური წყაროები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აღწერს საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი ბუნებრივი სტიქიური მოვლენის
კატასტროფულ ხასიათს და ვარაუდობს მათი თავიდან აცილების შესაძლო ღონისძიებებს;
კლასის წინაშე წარმოადგენს კვლევის შედეგებს;
საჭირო წინარე ცოდნა და უნარი: მოსწავლეებმა იციან რელიეფთან დაკავშირებული სტიქიური
მოვლენები და ჰავასთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენები შეუძლით ისეთი ტერმინების
განმარტება, როგორიც არის ენდოგენური, ეგზოგენური ძალები. ასევე იციან ატმოსფეროს
სტიქიური მოვლენების შესახებ და გრავიატციული ბუნებრივი კატასტროფების შესახებ. შეუძლიათ
საქართველოს რელიეფის დახასიათება.
რესურსი: საქართველოს ფიზიკური რუკა, სტატიები, წიგნი, რვეული, თაბახის ფურცლები
,მარკერები და ფლირჩატები, დაფა, ცარცი.კატასტროფების გავრცელების რუკები რომელიც
წინასწარ მოამზადა მოსწავლეებმა.
კლასის ორგანიზების ფორმები: მთელი კლასი, ჯგუფები (5-ჯგუფი).
შეფასება: განმავითარებელი, განმსაზღვრელი.
მოსწავლეები შეფასდებიან ანალიტიკური შეფასების რუბრიკით.
გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა #1 (წინარე ცოდნის გააქტიურება გონებრივი იერიში, 5 წთ. მთელი კლასი)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა გაიხსენონ და ჩამოთვალონ ბუნებრივი კატასტროფები.
აქტივობის აღწერა: დაფაზე ვწერ სიტყვებს: „ბუნებრივი კატასტროფები“ და ვთხოვ მოსწავლეებს,
ჩამოთვალონ,რომელი სტიქიური მოვლენები იციან. მათ პასუხებს ვაფიქსირებ დაფაზე, შემდეგ
მოსწავლეებს ვთხოვ მოახდინონ ბუნებრივი კატასტროფების კლასიფიკაცია, სასურველია
კრიტერიუმები თავად ჩამოაყალიბონ. მიმართულების მისაცემად ვსვამ კითხვას: მაგალითად რა
მოვლენები იწვევს ბუნებრივ კატასტროფებს? სქემა მიიღებს შემდეგ სახეს.
ასევე კითხვა სსსმ მოსწავლისათვის- რომელი ბუნებრივი კატასტროფები იცი?

  > სანახავად დააწექით მას <




        
წინა გაკვეთილზე საშინაო დავალებად მივეცი წასაკითხი მასალები სტიქიურ მოვლენებთან
დაკავშირებით.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა გაიაზრონ სტიქიური მოვლენები და სახეები რუკის დახმარებით
დაადგინონ გავრცელების არეალები.
აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება დაეუფლონ წიგნიერებისა, ესევე სემიოტიკურ
კომპეტენციებს.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები იყოფიან 4-5 კაციან ჯგუფებად. ვაძლევ დავალებას:
1. ჯგუფი-განიხილავს ენდოგენურს
2. ჯგუფი-ატმოსფერულს
3. ჯგუფი-ჰიდროლოგიურს
4. ჯგუფი-გრავიტაციულს
5. ჯგუფი-ბუნებრივი კატასტროფების გავრცელება საქართველოში
თითოელ ჯგუფს ვურიგებ თითო სტატიას და ფაზლის ბადეს მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს და
ავსებენ საკუთარი სტატიის შესახებ ფაზლის ბადეს . დრო-10 წ
პრეზენტაციის დროს ყველა ჯგუფი ავსებს მთლიანად ფაზლის ბადეს
სსსმ მოსწავლე ჩვეულებრივად მუშაობს ერთ-ერთ ჯგუფში. მას ვაძლევ დავალებას
შეძლებისდაგვარად გაანალიზოს სეისმური გავრცელების რუკა საქართველოში, ირინა ხატავს ძალიან
კარგად და მას აქვს თავისი ნამუშევარი სეისმური გავრცელების რუკა , ასევე ჩართულია სხვა
აქტივობებშიც.სტანდარტი:გეო.IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების
(ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა
და პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები.(მიხედვით)
აქტივობა N 3 პრეზენტაცია 15 წთ.
ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას და ავსებენ ყველა სტატიის შესახებ ინფორმაციას.
აქტივობა N 4 დისკუსია ( რეფლექსია 10 წთ. მთელი კლასი)
აქტივობის მიზანი: მოვახდენთ იდეების შეჯამებას. მოსწავლეები განსაზღვრავენ მიღებული
ცოდნის სარგებლიანობას.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს მე ვუკითხავ გერმანელი პოეტის გოეთეს სიტყვებს: ’...ბუნებამ არ
იცის ხუმრობა.ის ყოველთვის მართალია,ყოველთვის სერიოზულია,ყოველთვის
მკაცრია.შეცდომები და გაუგებრობა მხოლოდ ადამიანისგან მოდის “ და ვსვამ კითხვებს:
1. ეთანხმები თუ არა მას?
2. რას გულისხმობს გოეთე „გაუგებრობაში“, რომელიც ადამიანისგან მოდის?
3. ჩამოთვალეთ ის გაუგებრობები და შედეგები, რომელთაც ადამიანის მოქმედება იწვევს.
ბოლოს შევაჯამებ აქტივობას და მივცემ საშინაო დავალებას: მოიძიონ ინფორმაცია
საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების თემებზე
მუშაობენ......(1 წთ)



გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს შევაფასებ წინასწარ შედგენილი რუბრიკის საფუძველზე. (2
წთ)
დანართი . შეფასების ანალიტიკური რუბრიკა

> ცხრილის სანახავად დააწექით მას <

მოსწავლეთა საკლასო შეფასება- ანალიტიკური რუბრიკა.

     > ცხრილის სანახავად დააწექით მას <


No comments:

Post a Comment

a