საინტერესო თემები

  1. ემოციური თავისებურებები და ბავშვის ქცევის მართვა <download
   
      2.სასწავლო პროცესის დაგეგმვა   <download
      
      3.სარკმელი მოსწავლის სამყაროში  <download


გეოგრაფიული თამაშები

       

თითოეული გაკვეთილი  მასწავლებლის შემოქმედებითი საქმიანობის ველია,  ხოლო   სასწავლო თამაში – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია. თამაშებით სწავლების        ფორმა ბოლო პერიოდში  ფართოდ გამოიყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე. თამაშების გამოყენება შეიძლება როგორც გაკვეთილის დასაწყისში  ყურადღების გააქტიურებისა და მოტივაციის ასამაღლებლად, ისე გაკვეთილის დასკვნით ეტაპზე  – ნასწავლი მასალის განსამტკიცებლად.
სწავლის ეს სტრატეგია ბევრი ამოცანის გადაჭრაში გვეხმარება. ისინი ავითარებენ  შემეცნებით ინტერესს საგნის მიმართ და შემოქმედებით უნარს, ააქტიურებენ მოსწავლეთა სასწავლო საქმიანობას. ამასთან,  ბევრი სასწავლო თამაში პრობლემური სწავლების ხასიათს ატარებს, რადგან არსებობს საწყისი კითხვა, რომელზეც მოსწავლეებმა პასუხი უნდა გასცენ, ხოლო გადაწყვეტის გზები ნათელი არაა.
ბევრი თამაში  ურთიერთსწავლის საშუალებას იძლევა, რადგან  ჯგუფურ მუშაობას და კონსტრუქციულ საქმიანობას მოითხოვს.  გეოგრაფიული თამაშები მოსწავლეებს, ერთი მხრივ, საშუალებას აძლევს  შეამოწმოს და განამტკიცოს თავისი ცოდნა, ხოლო, მეორე მხრივ –  შეიძინოს ახალი, ღრმად შეისწავლოს  რუკა.
გავეცნოთ რამდენიმე გეოგრაფიულ თამაშს.
გამოიცანი რა არის?
თამაშის არსი ის გახლავთ, რომ  მასწავლებელი ასახელებს რომელიმე ტერიტორიისთვის ან მოვლენისთვის დამახასიათებელ ნიშანს  და მოსწავლემ უნდა გამოიცნოს, რაზეა საუბარი.  მაგ: თემა ჩრდილოეთ ამერიკის შესწავლისას  შესაძლებელია შემდეგი კითხვების გამოყენება:  ა) ამ ტერიტორიას შეცდომით უწოდეს ”მწვანე მიწა”, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ტერიტორიის დიდი ნაწილი ზეწრულ მყინვარებს უკავია, ხოლო კლიმატური პირობები საკმაოდ მკაცრია. (პასუხი: კ. გრენლანდია).
ბ) ამ ნახევარკუნძულის სახელი ინდიელთა ტომის ენიდან თარგმანში ნიშნავს – ”ჩვენ თქვენი არ გვესმის”. ესპანელმა დამპყრობლებმა ეს ფრაზა მას შემდეგ მოისმინეს, როცა მათ კითხვაზე – ”სად ვართ?”, ინდიელებმა  ამ სიტყვით უპასუხეს. (პასუხი: იუკატანის ნახევარკუნძული).
გ) ამ ნახევარკუნძულის სახელი ”ყვავილების მიწას” ნიშნავს. ასე მას ესპანელმა მკვლევარმა ხუან ხონსე დე ლეონმა უწოდა, როცა ამ ადგილს პირველად ესტუმრა, 1513 წელს. სავარაუდოდ, მან ეს სახელი იმიტომ აირჩია, რომ გაოცებული იყო  ამ ტერიტორიაზე მცენარეთა სხვადასხვა  შეფერილობით. (პასუხი: ფლორიდის ნახევარკუნძული).
დ) ამ კუნძულის სახელწოდება, რომელიც  ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ  ნაპირებთან მდებარეობს ასე ითარგმნება ”ახალი ნაპოვნი მიწა. (პასუხი: კ. ნიუფაუნდლენდი).
 ე) ამ ყურის შელფზე  ნავთობისა და ბუნებრივი აირის დიდი  მარაგია თავმოყრილი. მას ხშირად ატლანტის ოკეანის დასავლეთით მდებარე  შიდა ზღვასაც უწოდებენ. (პასუხი: მექსიკის ყურე).
სიტყვები სიტყვიდან
მასწავლებელი დაფაზე წერს რომელიმე გეოგრაფიული ობიექტის დასახელებას.  ამ სიტყვის ასოების გამოყენებით მოსწავლეებმა სხვა გეოგრაფიული ობიექტების დასახელებები ისე უნდა შეადგინონ,  რომ არ დაამატონ არც ერთი ასო და ამ სიტყვის  ასოებიც მხოლოდ ერთხელ უნდა იქნეს გამოყენებული.  მაგ: სიტყვა ”ყარაგანდას” ასოებიდან შესაძლებელია შემდეგი სიტყვების დასახელება: განა, ანგარა. სიტყვა  ”მერიდიანიდან” შემდეგი სიტყვები იწარმოება: ინდი, რეინი, მადრიდი და სხვ.
გაშიფრე სიტყვა”
ამ თამაშის გამოყენება კარგია გეოგრაფიული კოორდინატების შესწავლისას. მოსწავლეები შიფრის გამოყენებით წერენ რაიმე სიტყვას, რომელიც სხვამ უნდა გაშიფროს. გამომცნობმა ჯერ უნდა დაადგინოს, რომელი ქალაქები  შეესაბამება  მოცემულ კოორდინატებს და შემდეგ შეადგინონ სიტყვა. მაგ. მოცემული გეოგრაფიული კოორდინატის მიხედვით ჯერ მათი შესაბამისი ქალაქები, ხოლო შემდეგ  გასაშიფრი სიტყვა დგინდება.
ჩ.გ.590 და ა.გ. 11– ოსლო; ს.გ.130 და დ.გ.760 – ლიმა;  ჩ.გ.520  და ა.გ.1050  — ირკუტსკი; ჩ.გ. 420  და დ.გ.780 – ნიუ-იორკი;  ჩ.გ.460 და დ.გ.750 – ოტავა;  ჩ,გ, 370  და ა.გ.1270  –  სეული;  ჩ.გ.380  და ა.გ. 270  – იზმირი.
მოცემულ მაგალითში გასაშიფრი სიტყვაა ”ნილოსი”.

გეოგრაფიული ანბანი
თამაშში ორი გუნდი მონაწილეობს.  პირველი გუნდის კაპიტანი საკუთარი გუნდის წევრებთან შეთანხმებით მეორე გუნდის წევრებს უსვამს გეოგრაფიული შინაარსის 10  შეკითხვას, ხოლო მეორე გუნდის წევრებმა მათ უნდა უპასუხონ, თან ისე, რომ  ყველა კითხვის პასუხი ერთსა და იმავე ასოზე იწყებოდეს. ასოს პირველი გუნდის კაპიტანი  ასახელებს. შემდეგ გუნდები როლებს ცვლიან. მოგებულია ის გუნდი, რომელიც   უფრო მეტ პასუხს გაცემს.  მაგ. ცხრილში მოცემულია კითხვები და  მათზე პასუხები ასო ”პ”-თი უნდა იწყებოდეს.
გეოგრაფიული კონსტრუქტორი
გეოგრაფიული კონსტრუქტორი სამაგიდო თამაშია და  რომელიმე გეოგრაფიული თემის შესახებ ბარათების კრებულის წარმოადგენს. გეოგრაფიული კონსტრუქტორი   ავარჯიშებს არა მარტო მეხსიერებას, არამედ ყურადღებასაც, რადგან მოსწავლემ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იპოვოს საჭირო ბარათი ნაკრებში.  მაგ.  განვიხილოთ გეოგრაფიული კონსტრუქტორი თემა ”აფრიკის ბუნებრივი ზონების” შესახებ. 1 წუთის განმავლობაში მოსწავლემ  ბარათებისგან უნდა ”ააწყოს”  მასწავლებლის მიერ მიცემული ბუნებრივი ზონა.
არსებობს მოძრავი გეოგრაფიული თამაშებიც.
”გრძედი და განედი” .
თამაშის მონაწელეები (მათი რაოდენობა არ უნდა იყოს 4-ზე ნაკლები)  იყოფიან 4 ჯგუფად. პირველი ჯგუფი წარმოადგენს  ”ჩრდილოეთ განედს”, მეორე – ”სამხრეთ განედს”,  მესამე  – ”აღმოსავლეთ გრძედს” და ბოლო, მეოთხე – ”დასავლეთ გრძედს”. მოთამაშები ერთ ხაზზე  დგებიან. წამყვანი რომელიმე გეოგრაფიულ ობიექტს ასახელებს.  მოსწავლეებმა სწრაფად უნდა გაიხსენონ  მისი გეოგრაფიული მდებარეობა და  შესაბამისი განედისა და გრძედის  წარმომადგენელი ჯგუფის წევრები უნდა ჩაიკუზნონ.  მაგ; თუ წამყვანი ასახელებს კუნძულ მადაგასკარს, უნდა ჩიკუზნონ სამხრეთ განედის და აღმოსავლეთ გრძედის ჯგუფის წარმომადგენლები. ვინც შეცდომას დაუშვებს იღებს საჯარიმო ქულას, ხოლო   მეორე შეცდომის შემდეგ თამაშს ტოვებს.
”ზემოთ – ქვემოთ”
 მონაწილეები წამყვანის გარშემო ნახევარწრეს ქმნიან. წამყვანი ასახელებს ფართობის მხრივ დიდ და მცირე სახელმწიფოებს. თუ დასახელებულია დიდი ქვეყანა, მაგ. რუსეთი, ჩინეთი, ბრაზილია და ა.შ., მოსწავლეები  თითის წვერებზე დგებიან და ხელებს მაღლა წევენ, თითქოსდა ამ ქვეყნის ზომას აჩვენებენ. თუ დასახელებულია პატარა  ქვეყანა, ისინი ხელებს დაბლა წევენ. წამყვანი ობიექტის დასახელებასთან ერთად თავადაც ასრულებს მოძრაობას. ამასთან, ეს მოძრაობა შეიძლება სპეციალურად არასწორად შეასრულოს, რომ მოსწავლეები  შეცდომაში შეიყვანოს.  მონაწილე რომელიც შეცდომას დაუშვებს, თამაშს ტოვებს.  თამაში 2-3 წუთი გრძელდება. შემდეგ წამყვანი სხვა გეოგრაფიულ ობიექტებს ასახელებს. მაგ. მთებს, ტბებს, მდინარეებს და ა.შ.
ამრიგად, გეოგრაფიული თამაშების  მთავარი სასწავლო მიზანია მიღებული ცოდნის,  ინფორმაციის  გამოყენების უნარი, რუკის კითხვის უნარების  განმტკიცება, საგნის მამართ ინტერესის გაღვივება, მეტის გაცნობის სურვილი.


მოგზაურები და გეოგრაფიული აღმოჩენები. გეოგრაფია პატარებისთვის
დღეს ჩვენს პლანეტაზე თითქმის ყველაფერი ცნობილია და მის შესახებ ინფორმაციის წაკითხვაწიგნებში და ინტერნეტში შეგვიძლიამაგრამიყო დროროდესაც არც წიგნები იყო და არცკომპიუტერიმაგრამ ადამიანებს მაშინაც ისე აინტერესებდათ ყველაფერიროგორც დღეს.

ძველ საბერძნეთში მეცნიერი ჰეროდოტე ცხოვრობდა. ძველ მას ბერძნები ყველაზე ჭკვიან ადამიანად თვლიდნენ და ამიტომ მიდიოდნენ და ეკითხებოდნენ, თუ რამდენად დიდი იყო დედამიწა? რომელი ხალხები ცხოვრობდნენ მასზე? ან რა ცხოველები და მცენარეები იყო სხვა ადგილებზე? ამ კითხვებზე პასუხი რომ გაეცა, ის შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებულ ვაჭრებს და მეზღვაურებს ეკითხებოდა მათ მიერ ნანახი ქვეყნების შესახებ და ყველაფერს იწერდა. გარდა ამისა, თავადაც მოგზაურობდა და ასე აგროვებდა ინფორმაციას ჩვენი პლანეტის შესახებ. მოგროვილი ინფორმაციის საფუძველზე, მეცნიერი რუკებს ადგენდა ან ახალ ტერიტორიებს უკვე არსებულ რუკებზე ამატებდა. დედამიწის ზედაპირის პირველი რუკები ძალიან განსხვავდება დღევანდელი რუკებისგან. მასზე მხოლოდ სამი კონტინენტის ნაწილი იყო ასახული და ისიც დამახინჯებული სახით.


გადიოდა დრო და ადამიანები სულ უფრო მეტს გებულობდნენ მათ ირგვლივ არსებული ქვეყნების და ხალხების შესახებ. რუკებზე კი სულ ახალ-ახალი ტერიტორიები ჩნდებოდა.

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ყველაზე მეტი გეოგრაფიული აღმოჩენა სწორედ მაში მოხდა, როდესაც ამაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობდნენ...


დიდი აბრეშუმის გზა
იმის გამო, რომ ადრე სატრანსპორტო საშუალებები ისე კარგად არ იყო განვითარებული როგორც დღეს, ევროპელები და აზიელები ერთმანეთს ვერ ნახულობდნენ. მაგრამ, მათ ერთმანეთის არსებობის შესახებ ყველაფერი იცოდნენ. ევროპასა და აზიას შორის, უძველესი დროიდან «დიდ აბრეშუმის გზად» არსებობდა, რომლითაც ძირითადად არაბი ვაჭრები სარგებლობდნენ და მათ საქონლის გარდა, ევროპაში ინფორმაცია ჩაჰქონდათ აზიის ქვეყნებისა და იქაური ადამიანების ყოფა-ცხოვრების შესახებ.
აზიიდან ჩამოტანილ საქონელს შორის, ყველაზე დიდი მოთხოვნილება ინდურ სანელებლებზე იყო და გეოგრაფიული აღმოჩენები, ამ «სანელებლებისკენ» მიმავალი გზების აღმოსაჩენად დაგეგმილი ექსპედიციების კვალდაკვალ, თავისთავად ხდებოდა.

ევროპაში სანელებლები, აქლემებით გადაჰქონდათ. გზაში გადამტანებს იმდენი ფული ეხარჯებოდათ, რომ ევროპაში წაღებულ პროდუქტს თანდათანობით ფასი ემატებოდა. მაგალითად, თუ ერთი კოვზი პილპილი ინდოეთში 1 ლარი თუ ღირდა, საფრანგეთში ჩატანის შემდეგ, მასში იმდენს იხდიდნენ, რამდენიც ბრილიანტის თვლიანი ოქროს ბეჭედი ღირდა. ამიტომ, ევროპელმა ვაჭრებმა და მეზღვაურებმა გადაწყვიტეს ინდოეთისკენ მიმავალი საზღვაო გზა აღმოეჩინათ, რომ აზიიდან საქონელი გემებით გადმოეტანათ და ვიდრე ეს მოხდებოდა, ერთ-ერთი პირველი ევროპელი, ვინც შორეულ ქვეყნებში, სახმელეთო გზით წავიდა, ვენეციელი ვაჭარი ნიკოლო პოლო იყო. მან ამ მოგზაურობაში, თავისი 17 წლის შვილი, მარკოც წაიყვანა. ჩინეთიდან დაბრუნებულმა მარკო პოლომწიგნი დაწერა აზიის ქვეყნების და იქ ნანახი საგნების, ადამიანების და მათი ცხოვრების წესის შესახებ.


ახალი სამყარო და მეკობრეები

ინდოეთისკენ მიმავალი საზღვაო გზის ძიებაში, ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა. მას შემდეგ მან ევროპიდან ამერიკაში კიდევ 3-ჯერ იმოგზაურა, მაგრამ, სიცოცხლის ბოლომდე ეგონა, რომ მისი აღმოჩენილი მიწები ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროები იყო. ამიტომ, თავის მიერ აღმოჩენილ მიწებს, «ვესტ ინდოეთი» (აღმოსავლეთ ინდოეთი) უწოდა, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას «ინდიელები» დაარქვა.

რაც შეეხება ინდოეთის საზღვაო გზას, ის ცნობილმა პორტუგალიელმა მეზღვაურმა და მოგზაურმა ვასკო და გამამ აღმოაჩინა.
ქრისტეფორე კოლუმბი ესპანეთის მეფის სამსახურში იყო, ვასკო დაგამა –პორტუგალიის სამეფო კარს ემსახურებოდა. როდესაც მათ ახალი მიწები აღმოაჩინეს, იქ ციხე-ქალაქები დააარსეს და სხვა ქვეყნის მეზღვაურებს და ვაჭრებს იქ ჩასვლის უფლებას არ აძლევდნენ.

ასეთმა სიტუაციამ, ზღვის ყაჩაღები (მეკობრეები) გააჩინა, რომლებიც ევროპისკენ მიმავალ, საქონლით დატვირთულ გემებს გზაში ხვდებოდნენ, ჯერ ტვირთს ართმევდნენ, ხოლო შემდეგ, გემებს ძირავდნენ. მეკობრეობა, ზოგიერთ ქვეყანაში ისეთივე პროფესიად იქცა, როგორიც ჩვენთან ტაქსის მძღოლობა არის. მეკობრე სპეციალურ საბუთს იღებდა, რომელიც მას ყაჩაღობის უფლებას აძლევდა, ხოლი ამ გზით მიღებული სიმდიდრის ნაწილი სამეფო ხაზინაში შეჰქონდა.

მეკობრეები სხვადასხვა ქვეყნის და ეროვნების წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ უმრავლესობა ფრანგი ან ინგლისელი იყო. ამ ორი ქვეყნის მეკობრეებს კარიბის ზღვის კუნძულებზე საკუთარი ბაზებიც კი ჰქონდა.
ისტორიამ ბევრი მეკობრის სახელი და მაათთან დაკავშირებული ისტორიები შემოგვინახა. ხოლო ინგლისელი მეკობრის – ფრენსის დრეიკის სახელი გეოგრაფიის სახელმძღვანელოშიც შეიტანეს, რადგან მან, ესპანელების გემებს თავს რომ დასხმოდა და დაეყაჩაღებინა, სამხრეთ ამერიკას შემოუარა და ორ კონტინენტს შორის, სრუტე (წყლის სივრცე, რომელიც ერთმანეთთან ოკეანეებს და ზღვებს აკავშირებს) აღმოაჩინა. დღეს სრუტეს სამხრეთ ამერიკასა და ანტარქტიდას შორის, მისი აღმომჩენის – დრეიკის სახელი ჰქვია.
ის რომ გეოგრაფიულ ობიექტს მეკობრის სახელი ჰქვია, ბევრს უსამართლოდ მოეჩვენება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ გეოგრაფიულ სახელებთან დაკავშირებით, ბევრი გაუგებრობა და შეუსაბამობა არის. თუნდაც ის, რომ ამერიკა ქ. კოლუმბმა აღმოაჩინა, ხოლო მას ამერიგო ვესპუჩის სახელი ჰქვია.

რატომ დაერქვა ამერიკას ამერიკა?

ჯერ კიდევ კოლუმბის სიცოცხლეშიევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა ინფორმაცია იმისშესახებრომ კოლუმბის მიერ აღმოჩენილი მიწები ინდოეთის კი არაახალი კონტინენტის ნაწილიიყოამ ინფორმაციის პირველწყარო ამერიგო ვესპუჩი იყოის ერთ-ერთი სავაჭრო კომპანიაში მუშაობდა და ახალი გასაღების ბაზრების მოსაძებნადესპანური გემებით რამდენჯერმე იმოგზაურაამერიკაშიმოგზაურობის დროს, ის დღიურების სახით, უფროსებისთვის წარსადგენ ანგარიშებსწერდა. ახალი მიწების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ძალიან საინტერესო იყო და ეს დღიურებიერთ-ერთი სტამბის მეპატრონემ გამოაქვეყნავესპუჩითავის ანგარიშებშიიმ ქვეყნის ბუნებას დაადამიანებს აღწერდა და დარწმუნებით იტყობინებოდარომ კოლუმბის მიერ აღმოჩენილი მიწები,ინდოეთის კი არაახალი კონტინენტის ნაწილი იყო და მას «ახალ სამყაროდ» მოიხსენიებდა.

დღიურების გამოქვეყნების შემდეგ, «ახალი სამყაროს» შესახებ ყველა შეიტყოგერმანელმაკარტოგრაფმა მარტინ ვალდზეემიერმა რუკა შექმნა, რომელზეც ახალი სამყაროს მიწები ასახა და მას«ამერიკა» უწოდაროგორც თავად განმარტაახამი მიწების აღმომჩენისამერიგო ვესპუჩისსაპატივცემულოდ, ხოლო თავად სახელი «ამერიკა» – ამერიგოს ლათინური ვარიანტი იყო.


იმ პერიოდშიკარტოგრაფები განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდნენ და ახალი მიწებისსახელი არავის გაუპროტესტებია.


პირველი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო
დედამიწის ირგვლივ პირველი მოგზაურობაცრომელმაც დედამიწის სფეროსებურობა დაამტკიცა,ისევე როგორც სხვა ექსპედიციებისავაჭრო გზების აღმოსაჩენად იყო გამიზნული.

მას შემდეგრაც კოლუმბიესპანეთის მეფის სახელითამერიკის სანაპიროებს მიადგახოლოპორტუგალიელმა ვასკო და გამამ ინდოეთის საზღვაო გზა აღმოაჩინაესპანეთმა და პორტუგალიამმსოფლიო შუაზე გაიყვეს. 46 გრადუსიანი მერიდიანის დასავლეთით ყველაფერი ესპანეთსეკუთვნოდახოლო აღმოსავლეთით – პორტუგალიასეს 1494 წელს მოხდამაშინ ამერიკა აზიაეგონათ და წყნარი ოკეანის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.პორტუგალია და ესპანეთი მუდმივად აწყობდნენ ექსპედიციებს «საკუთარ ზონებში»იპყრობდნენქვეყნებს და კოლონიებს აარსებდნენ.
პორტუგალიის მიერ მოწყობილ ორ ექსპედიციაშიღარიბი პორტუგალიელი თავადი, ფერნანდო მაგელანიც მონაწილეობდაუფულობის გამოის სამეფო ფლოტში მსახურობდა. 1505-1511 წწის ინდოეთის ექსპდიციაში მონაწილეობდაიქიდან დაბრუნებული მაგელანიჩრდაფრიკის სამხედროკამპანიაში ჩაებასადაც დაიჭრა და სამშობლოში დაბრუნდა. დაინვალიდებულმა მაგელანმამეფესთანამდებობაზე დაწინაურება სთხოვა, რადგან პენსია ძალიან მცირე იყო. მაგრამ, უარი მიიღო და ამან იმდენად იმოქმედა მის თავმოყვარეობაზე, რომ ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად და ბედისსაძიებლად. იქ მან ასტრონომი ფალეირე გაეცნომან მაგელანი დაარწმუნარომ რუკებში კარგად ერკვეოდა და ზუსტად იცოდა, რომ მოლუკის («სანელებლების»კუნძულებიესპანეთის ნაწილშიიყო.
იმ პერიოდში დრეიკის სრუტე ჯერ აღმოჩენილი არ იყომაგრამ იცოდნენრომ ამერიკის იქით«სამხრეთის ზღვა» არსებობდარომელიც ერთ-ერთმა კოლონიზატორმა, ნუნის დე ბალბუამ(პირველი ევროპელირომელმაც წყნარი ოკეანე ნახააღმოაჩინაინდიელების ოქროზე ნადირობისდროსამ ინფორმაციაზე დაყრდნობითმაგელანმა მოლუკის კუნძულებზე ზღვით მისვლის გეგმაშეიმუშავამისი აზრითბრაზილიის ქვემოთ სრუტე უნდა ყოფილიყორომელიც ატლანტის ოკეანეს«სამხრეთის ზღვასთან» აკავშირებდამან თავის გეგმის განხორციეკების შესაძლებლობაში ესპსნეთისმეფის კარიც დაარწმუნა და 1519 . 20 სექტემბერს, 5 გემით და 265 მეზღვაურითზღვაში გავიდაამერიკამდე სწრაფად მივიდნენმაგრამ სრუტის მოძებნაორ ოკეანეს შორისადვილი არ იყობოლოს,აღმოაჩინეს სრუტერომელიც ძალიან ვიწრო და კლდოვანი აღმოჩნდაამასთანგამუდმებითუბერავდა ძლიერი ქარისრუტის მეორე მხარესმხოლოდ ორი გემი გამოვიდა: «ვიქტორია» და«ტრინიდადი»დანარჩენი გემების ბედი უცნობიაგემები უცნობ ოკეანეში გავიდნენფილიპიებამდეისე იცურესრომ შტორმი არ ყოფილა და ამიტომმაგელანმა ოკეანეს «წყნარი» დაარქვა.
მაგელანი ფილიპინებზე ადგილობრივ ტომებს შორი ომში ჩაება და სასიკვდილოდ დაიჭრამისიგარდაცვალების შემდეგექსპედიციის ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე ხუან სებასტიან ელკანომაიღომან ერთი გემი დაშალა და მისი ნაწილებით მეორე შეაკეთაგემიმოლუკის უნძულზესანელებლებით დატვირთა და ამით მაგელანის გეგმის პირველი ნაწილი შეასრულაგეგმის მეორენაწილის თანახმადმაგელანი უკანიგივე გზით უნდა დაბრუნებულიყომაგრამახალმა კაპიტანმა,წყნარი ოკეანის ხელახლა გადაცურვასისევ ინდოეთის ოკეანეშიპორტუგალიურ წყლებში ცურვაამჯობინა და 1522 სექტემბერში, 18 კაციანი ეკიპაჟით სამშობლოში დაბრუნდა.
ეს იყო პირველიმაგრამ დაუგეგმავი მოგზაურობა დედამიწის გარშემორომელიც არ შედგებოდა,მაგელანი ფილიპინებზე რომ არ დაღუპულიყი (მაგელანი პორტუგალიურ წყლებში არავითარშემთხვევაში არ შევიდოდარადგან იმ ქვეყნისთვისის მოღალატე და მტერი იყო და ისევ წყნარიოკეანის გავლით დაბრუნდებოდა). ხოლო ამ მოგზაურობის შესახებუზომოდ გამდიდრებული,ესპანეთის მეფის გარდავერავინ გაიგებდა.
კონტინენტებიდან ყველაზე ბოლოსავსტრალია და ანტარქტიდა აღმოაჩინეს.
ავსტრალიის სანაპიროებისკენ, XVII საუკუნის დასაწყისშიჯერ ჰოლამდიელმა უილიამ იანსინმაიმოგზაურა და კეიპ-იორკის ნახევარკუნძული აღმოაჩინახოლო იმავე საუკუნის 40-იან წლებშიმისმათანამემამულემ, აბელ ტასმანმა ავსტრალიის აღმსანაპიროებს შემოუარა და ახალი კონტინენტი რუკაზე დაიტანა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მეცნიერს ავსტრალიის აღმომჩენად ჯეიმს კუკიმიაჩნია, რადგან სამხრეთ კონტინენტზე მისი მოგზაურობის შემდეგ, დაიწყო ევროპელების მიერ ამ კონტინენტის ათვისება.
რაც შეეხება ანტარქტიდასის XIX საუკუნის დასაწყისში, რუსული ფლოტის ორმა ადმირალმა: ფადეი ბელინსჰაუზენმა და მიხეილ ლაზარევმა აღმოაჩინეს.


No comments:

Post a Comment