ფაქტები


1.კონტინენტები გადაადგილდება დაახლოებით იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც იზრდება ადამიანის ფრჩხილი.

2.მკვდარი ზღვა 430 მეტრზე უფრო დაბლაა ზღვის დონიდან და ყოველ წელს 1 მეტრით იწევს დაბლა.

3.ყველაზე ღრმა ღრმული, რომელი ადამინს შეუქმნია, არის რუსეთში, კოლსკში. მისი სიღრმე აღწევს 12 261 მეტრს. ის გათხარეს მეცნიერული კვლევების თვალსაზრისით, მაგრამ ტექნიკური სირთულეების გამო სამუშაოები შეაჩერეს და შემდეგ საერთოდ დააკონსერვეს.

4.საინტერესო ფაქტი კუბაზე
1492 წელს კუბის კუნძულს ქრისტეფორე კოლუმბი მიადგა და ესპანეთის სამეფოს საკუთრებად გამოაცხადა. კუბა ესპანეთის ტერიტორიად 1898 წლის ესპანეთ-ამერიკის ომამდე მიიჩნეოდა, 1902 წელს ქვეყანამ ამერიკისგან ფორმალური დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1953-1959 წლებში მიმდინარეობდა კუბის რევოლუცია, რომელმაც ფულხენსიო ბატისტას დიქტატურა დაამხო. რევოლუციის შემდეგ ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა.

კუბა კვლავაც ერთგულობს სოციალიზმის პრინციპებს. წარმოების მესაკუთრე და მმართველი არის მთავრობა, მუშახელის უმეტესობა კი სახელმწიფოს მიერაა დასაქმებული. 

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს კუბის შესახებ:
  1. კუბაში წიგნიერების კოეფიციენტი 99.8%-ს შეადგენს.
  2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 78,3 წელია.
  3. 2008 წლის მონაცემებით, სასჯელმისჯილი ჟურნალისტების რაოდენობით კუბა მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ მეორეა.
  4. კუბაში ბალერინები ვარსკვლავებად ითვლებიან და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ მათი ხელფასი ბევრად აღემატება ექიმის ხელფასს.
  5. ინტერნეტზე წვდომა კუბელების მხოლოდ 5%-ს აქვს.
  6. ქვეყანაში აკრძალულია სურათის გადაღება სამხედრო პირისთვის, პოლიციისა ან აეროპორტის თანამშრომლისთვის.
  7. ფიდელ კასტროს ლეგენდარული წვერის მოშვების მიზეზი, აშშ-ის მიერ საპარს მოწყობილობაზე დაწესებული ემბარგოა.
  8. ერნესტ ჰემინგუეიმ ნაწარმოებები - "მოხუცი და ზღვა" და "ვისთვის რეკავს ზარი" სწორედ კუბაში ცხოვრების დროს დაწერა.
  9. 1997
     წლამდე შობა ოფიციალურ დღესასწაულად არ ითვლებოდა.
  10. 2008 წლამდე კუბელებს საკუთარი მობილური ტელეფონის ქონის უფლება არ ჰქონდათ.
  11. კუბა ტროპიკული ქვეყანაა, თუმცა, 1857 წლის 12 მარტს თოვლი წამოვიდა.
  12. 1964 წელს ფიდელ კასტრომ ქვეყენაში Beatles-ის მუსიკა აკრძალა. თუმცა, რამდენიმე დეკადის შემდეგ იგი ჯონ ლენონის ბრინჯაოს ქანდაკების გახსნას დაესწრო ჰავანის პარკში, რომელსაც შემდეგ ლენონის პარკი ეწოდა. გარდა ამისა, კასტრომ პარალელები გაავლო ლენონსა და საკუთარ თავს შორის და აღნიშნა, რომ ლენონი მასავით მეოცნებე იყო.
  13. ქვეყანაში ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში.
  14. 2005 წლის ბოლოს საშუალო ხელფასი თვეში იყო 334 პესო (დაახლოებით 16,70$), ხოლო პენსია დაახლოებით 9 დოლარის ექვივალენტი.
  15. ქვეყნის ძირითადი საექსპორტო საქონელი შაქარი, ნიკელი, თამბაქო, ციტრუსები და ყავაა.
  16. კუბაში ყველაზე პოპულარული თამაშია ბეისბოლი. 


5.ფაქტები ისლანდიაზე
ისლანდია იმდენად საინტერესო ქვეყანაა, რომ შეიძლება ბევრს გაუკვირდეს კიდეც, რომ მიუხედავად იზოლაციისა და მძიმე კლიმატური პირობებისა, ქვეყანაში ადამიანის ცხოვრების ხარისხი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

მოსახლეობა ახალგაზრდულია (საშუალოდ, 36 წლის), გენდერული გამყოფი მცირეა და ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ეკონომიკა გააჩნია.

ისლანდიაში 300 000 მოსახლე ცხოვრობს, რომელთაც ძალიან უყვართ ტკბილეული.  ყოველ შაბათს, ისლანდიაში "ტკბილეულის დღეა", რა დროსაც ყველა ტკბილეულზე 50%-იანი ფასდაკლებაა.

ისლანდიაში უხვადაა გეოთერმული საგანძურები, როგორიცაა გეიზერები და ცხელი მდინარეები, სადაც ბანაობაა შესაძლებელი.

ქვეყანაში, რომელსაც ასეთი მცირე მოსახლეობა ყავს, როგორ უნდა გაიგო, თუ ვინმე მოგეწონა, შენი
 ნათესავი ხომ არაა? საბედნიეროდ, ვიღაცამ შექმნა აპლიკაცია "ისლანდიელების წიგნი", რომელიც საგვარეულო ხეს იკვლევს. შესაბამისად, აპლიკაცია თუ ამბობს, რომ ნათესაური კავშირი არაა, წყვილს მშვიდად შეუძლია გააგრძელოს ურთიერთობა.

ისლანდიაში მალევე შეამჩნევთ ხეების ნაკლებობას. როდესაც ვიკინგები პირველად მოხვდნენ ისლანდიაში, მთელი ხეები გაჩეხეს სამშენებლო მასალისთვის, მას შემდეგ კი ხეებს ძალიან უჭირთ ზრდა.

თუ ჩანჩქერები გიყვართ, ისლანდია თქვენი საყვარელი ქვეყანა გახდება. იქ ყველა მიმართულებით ჩანჩქერი მოჩქეფს.

ისლანდიაში ადამიანზე მეტი ცხვარი ბინადრობს. ყოველ 100 მეტრში ცხვარს გადაეყრებით. კიდევ ერთი ცხოველი, რომელსაც უხვად იხილავთ ისლანდიაში, ცხენია. 


6.Llanfairpwllgwyngyllgogerychwyrndrobwyll llantysiliogogogoch – სოფლიოს ყველაზე გრძელი დასახელება, ეს სოფელი მდებარეობს უელსში.

7.მეორე ყველაზე გრძელი გეოგრაფიული სახელწოდება მსოფლიოში არის – 1.Taumatawhakatangihangak oauauotamateaturipukaka pikimaungahoronukupokaiwhe nua kitanatahu (85 ასო), რომელიც ქვია გორაკს ახალ ზელანდიაში და მაორის ენაზე ნიშნავს “ადგილი სადაც ტამატეია, კაცი დიდი მუხლებით, რომელიც დაგორდა, წამოდგა და შთანთქა მთები, შემდეგ ცნობილი გახდა როგორც მთების მშთანთქმელი, ის უკრავდა ფლეიტაზე თავისი სიყვარულისთვის”. 
8.ადგილმდებარეობის ყველაზე პატარა სახელწოდება არის Å, სოფელი შვედეთში და ნორვეგიაში. სკანდინავიურ ენაზე Å ნიშნავს მდინარეს.

9.ვატიკანი არის მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეყანა, მისი ფართობი შეადგენს 40ჰას. ეს საშუალო ზომის ქალაქზე პატარაა.
10.ლესოტო, ვატიკანი და სან-მარინო ერთადერთი ქვეყნებია, რომლებიც სრულიად შემოსაზღვრულები არიან სხვა ერთი ქვეყნის მიერ.

11.ევერესტი შეიძლება არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი მწვერვალი, მაგრამ მთვარესთან ყველაზე ახლოს არის ჩილეს მთა.



No comments:

Post a Comment

a