სამოდელო
(პრობლემაზე ორიენტირებული) გაკვეთილი
მასწავლებელი: ნესტან
კორძაია
საგანი: გეოგრაფია
კლასი: IX4
თემა:
რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის განვითარების პერსპექტივები (პრობლემა დეპოპულაცია)
მოსწავლეთა
პროფილი: მოსწავლეთა რაოდენობა 28 ( 1-სსსმ) ჩართული იქნება
საგაკვეთილო პროცესში გეო.IX.1. გეო.IX.8. -ის
გათვალისწინებით.
გაკვეთილის მიზანი:
·
მოსწავლეები
იმსჯელებენ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მოსახლეობის დეპოპულაციის გამომწვევ მიზეზებზე.
·
დაადგენენ
პრობლემის მოგვარების გზებს.
·
განუვითარდებათ: ანალიზის, მსჯელობის, რუკაზე და
ცხრილზე მუშაობის, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.
სტანდარტი:
გეო.IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა
თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და
პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები.
- აანალიზებს რუკების, გრაფიკების, ცხრილების,
დიაგრამების და სქემების საშუალებით წარმოდგენილ გეოგრაფიულ ინფორმაცია
გეო.IX.8.
მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის
დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის
ეკონომიკურ აქტივობასთან.
· სტატისტიკური
ინფორმაციის საფუძველზე ადარებს საქართველოს ორ კონტრასტულ რეგიონში არსებულ
დემოგრაფიულ ვითარებას; მსჯელობს შექმნილი ვითარების გამომწვევ მიზეზებზე და
სიტუაციის გაუმჯობესების გზებზე;
საჭირო წინარე ცოდნა
და უნარი: მოსწავლეებმა იციან საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფა,
შეუძლით ისეთი ტერმინების განმარტება, როგორიც არის დემოგრაფია, დეპოპულაცია,
დემოგრაფიული დაბერება, მიგრაცია, შობადობა, სიკვდილიანობა. საქართველოს ფიზიკური
რუკის გამოყენებით შეუძლიათ საქართველოს რელიეფის, სასარგებლო წიაღისეულის, შიდა
წყლების და დაცული ტერიტორიების დახასიათება.
რესურსი: საქართველოს
ფიზიკური და პოლიტიკური რუკა, ცხრილები, წიგნი, რვეული, თაბახის ფურცლები
,მარკერები და ფლირჩატები, დაფა, ცარცი.
კლასის ორგანიზების
ფორმები: მთელი კლასი, ჯგუფები(5-ჯგუფი)
შეფასება:
მოსწავლეებს შევაფასებ წინასწარ შექმნილი შეფასების ჰოლისტური რუბრიკის
საფუძველზე. (იხ. დანართი 1)(განმავითარებელი განმსაზღვრელი)
გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა #1 (წინარე ცოდნის გააქტიურება, 7 წთ.
მთელი კლასი)
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები გაიხსენებენ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის გეოგრაფიულ მდებარეობას და
ფიზიკურ-გეოგრაფიულ მახასიათებლებს.
დაფაზე ვწერ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთს
და მოსწავლეებს მივმართავ კითხვით, გაიხსენონ, მიკარნახონ რა იციან რაჭა-ლეჩხუმი
ქვემო სვანეთის შესახებ. მოსწავლეები ხელის აწევით დააფიქსირებენ საკუთარ
პასუხებს, მე კი მოვუსმენ ყურადღბით და საჭიროების შემთხვევაში შევიტან
შესწორებებს. ბოლოს აღვნიშნავ, რომ რეგიონის დახასიათებისას ასევე მნიშვნელოვანია
მოსახლეობის და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიღება.
აქტივობა #2 (ახალი ცოდნის კონსტრუირება, 25
წთ.ჯგუფები)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები იმსჯელებენ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონის
დემოგრაფიულ სიტუაციაზე, დაასახელებენ დეპოპულაციის გამომწვევ მიზეზებს და
დასახავენ პრობლემის მოგვარების გზებს.
ამის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენებ
წინასწარ მომზადებულ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო
სვანეთის რეგიონის მოსახლეობის დინამიკის ცხრილს წლების მიხედვით და ვთხოვ გააკეთონ
მოკლე ანალიზი, იმსჯელონ რეგიონის მოსახლეობის დეპოპულაციის გამომწვევ სავარაუდო
მიზეზებზე და გააკეთონ პროგნოზი, როგორ შეიძლება შეიცვალოს სამომავლოდ რეგიონის
მოსახლეობა? ვთხოვ მოიფიქრონ თუ რა გზებით არის შესაძლებელი რეგიონში აღნიშნული
პრობლემის მოგვარება. ამის შემდეგ კლასს დავყოფ ჯგუფებად და და თითოეულ ჯგუფს ვურიგებ
კონვერტებს სადაც ტექსტი დანაწევრებულია და არეული, ჯგუფებმა უნდა ააწყონ ტექსტი
და დააკავშირონ მოსაზრებები მიზეზისა და შედეგის შინაარსობრივი
ურთიერთდამოკიდებულების მიხედვით და დააწებონ ბარათები ფორმატის ქაღალდზე და
ისრებით მიუთითონ მათი თანმიმდევრობა. ყველა მოსწავლე წარმოადგენს საკუთარ
მოსაზრებას და ხედვას. სავარაუდო
პასუხები შეეხება შემდეგ თემატიკას:
1.
ჯგუფი-ბუნებრივი
რესურსების გამოყენება.
2.
ჯგუფი-მრეწველობის განვითარება,უცხოური
ინვესტიციების გაზრდა და ექსპორტის მოცულობის ზრდა.
3.
ჯგუფი-სოფლის მეურნეობის განვითარება.
4.
ჯგუფი-დაცული ტერიტორიების და ბიომრავალფეროვნების
კონსერვაცია და მისი პოზიტიური გამოყენება.
5.
ჯგუფი-ტურიზმის განვითარების პერსპექტივა რეგიონში.
ტექსტის აწყობის შემდეგ მოსწავლეები წინასწარ
მომზადებულ სქემაზე აწეპებენ თავიანთ აწყობილ ტექსტებს და მსჯელობენ
სქემა1.
|
რაჭა-ლეჩხუმი
ქვემო სვანეთი
|
|
ბუნებრივი
რესურსების გამოყენება
|
|
2.სოფლის
მეურნეობის განვიარება
|
|
3.რაჭა-ლეჩხუმი
ქვემო სვანეთი
|
|
მრეწველობა
ინვესტიციები ექსპორტი
|
დაცული
ტერიტორიები
|
|
ტურიზმის
განვითარება
|
|
შედეგი
|
|
მიზეზი
|
|
პრობლემა
არგუმენტები
|
გაიმართება მსჯელობა, სადაც მოსწავლეები თავად
დაასახელებენ ყველა იმ გზას, რაც მათი
აზრით მოაგვარებს დეპოპულაციის პრობლემას რეგიონში.
აქტივობა #3 (რეფლექსია, 10 წთ. მთელი კლასი)
აქტივობის მიზანი: მოვახდენთ იდეების შეჯამებას.
მოსწავლეები განსაზღვრავენ მიღებული ცოდნის სარგებლიანობას.
ბოლოს შევაჯამებ აქტივობას და მივცემ
საშინაო დავალებას: შეადარონ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონი
მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და დაადგინონ რა მსგავსებაა ამ რეგიონებს შორის
დემოგრაფიული თვალსაზრისით. (1 წთ)
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს შევაფასებ
წინასწარ შედგენილი რუბრიკის საფუძველზე. (2 წთ)
დანართი
1
შეფასების
რუბრიკა
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
Ø მსჯელობისას არასდროს მოჰყავს
არგუმენტები და ვერ ამყარებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს მოვლენებს შორის.
Ø ვერ მეტყველებს გამართულად და არ ჩანს
საკითხის ცოდნა.
Ø მსჯელობისას არასდროს იყენებს
განსხვავებული შინაარსის რუკებს. ვერ კითხულობს თვალსაჩინოებებს და არ შეუძლია
მათი ანალიზი.
|
Ø მსჯელობისას ზოგჯერ მოჰყავს არგუმენტები
და იშვიათად ამყარებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს მოვლენებს შორის.
Ø ნაწილობრივ მეტყველებს გამართლად და ჩანს
საკითხის ცოდნა.
Ø მსჯელობისას ზოგჯერ იყენებს
განსხვავებული შინაარსის რუკებს. კითხულობს სხვადასხვა თვალსაჩინოებებს, მაგრამ
არ შეუძლია მათი ანალიზი.
|
Ø მსჯელობისას ხშირად მოჰყავს არგუმენტები
და ამყარებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს მოვლენებს შორის.
Ø მეტყველებს გასაგებად, ჩანს საკითხის
ცოდნა
Ø მსჯელობისას ხშირად იყენებს
განსხვავებული შინაარსის რუკებს. შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოებების კითხვა,
თუმცა ანალიზის დროს ზოგჯერ უშვებს მცირეოდენ შეცდომებს.
|
Ø მსჯელობისას ყოველთვის მოჰყავს
არგუმენტები და ამყარებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს მოვლენებს შორის.
Ø მეტყველებს ნათლად და გასაგებად, ჩანს
საკითხის სიღრმისეული ცოდნა.
Ø მსჯელობისას ყოველთვის იყენებს
განსხვავებული შინაარსის რუკებს. შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოებების კითხვა და
ანალიზი.
|
სამოდელო გაკვეთილის
გეგმა
მასწავლებელი: ნესტან კორძაია
საგანი: გეოგრაფია
სწავლების საფეხური/კლასი -
IX.. ა კლასი.
გაკვეთილის თემა: ბუნებრივი კატასტროფები
გაკვეთილის ტიპი - ინოვაციური
მოსწავლეთა რაოდენობა: 28 კლასში
არის ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე.
მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ: ბუნებრივი კატასტროფის სახეების გაცნობა
და
საქართველოში
მისი გავრცელების შესაძლო არეალებზე არგუმენტირებული მსჯელობა, დაადგინონ კატასტროფების გამომწვევი მიზეზები და იმსჯელონ
მათი თავიდან აცილების გზებზე. განუვითარდეთ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების
უნარი.
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი/
მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
|
1
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
მასწავლებელი ესალმება კლასს.
|
მთლი კლასი
|
საკლასო ჟურნალი
|
1 წთ.
|
|
2
|
გაკვეთილის
მიზნების გაცნობა
მასწავლებელი აცნობს გაკვეთილის მიზნებს
|
ვერბალური
|
მთელი კლასი
|
გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკა, ფორმატზე
დაწერილი გაკრული კედელზე.
|
1 წთ.
|
3
|
აქტივობა N 1
აქტივობა N 1 (წინარე ცოდნის გააქტიურება
გონებრივი იერიში, 5 წთ. მთელი კლასი)
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეებმა გაიხსენონ და ჩამოთვალონ ბუნებრივი
კატასტროფები.
აქტივობის აღწერა:
დაფაზე ვწერ სიტყვებს: „ბუნებრივი კატასტროფები“ და ვთხოვ მოსწავლეებს,
ჩამოთვალონ,რომელი სტიქიური მოვლენები იციან. მათ პასუხებს ვაფიქსირებ დაფაზე, შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ მოახდინონ
ბუნებრივი კატასტროფების კლასიფიკაცია, სასურველია კრიტერიუმები თავად ჩამოაყალიბონ.
მიმართულების მისაცემად ვსვამ კითხვას: მაგალითად რა მოვლენები იწვევს ბუნებრივ
კატასტროფებს?
ენდოგენური: მიწისძვრა, ვულკანი
გრავიტაციული:
მეწყერი,ზვავი,კლდეზვავი
ატმოსფერული:
ქარიშხალი,გვალვა,სეტყვა
ჰიდროლოგიური:წყალდიდობა,წყალმოვარდნა,ღვარცოფი.
ასევე
კითხვა სსსმ მოსწავლისათვის- რომელი
ბუნებრივი კატასტროფები იცი?
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი,
|
დაფა,ცარცი
|
5- წთ.
|
4
|
აქტივობა N 2 - ახალი ცოდნის კონსტრუირება და ანალიზი 10 წთ.
ჯგუფები
შებრუნებული საკლასო ოთახი.
წინა
გაკვეთილზე საშინაო დავალებად მივეცი წასაკითხი მასალები სტიქიურ მოვლენებთან
დაკავშირებით.
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეებმა გაიაზრონ სტიქიური მოვლენები და სახეები რუკის დახმარებით
დაადგინონ გავრცელების არეალები.
აღნიშნული
აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება დაეუფლონ წიგნიერებისა და ასევე სემიოტიკურ კომპეტენციებს.
აქტივობის
აღწერა:
მოსწავლეები იყოფიან 4-5 კაციან ჯგუფებად. ვაძლევ
დავალებას:
თითოელ ჯგუფს ვურიგებ თითო სტატიას და ფაზლის
ბადეს მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს და ავსებენ საკუთარი სტატიის შესახებ
ფაზლის ბადეს .
პრეზენტაციის დროს ყველა ჯგუფი ავსებს მთლიანად
ფაზლის ბადეს
სსსმ მოსწავლე ჩვეულებრივად მუშაობს
ერთ-ერთ ჯგუფში. მას ვაძლევ დავალებას შეძლებისდაგვარად გაანალიზოს სეისმური გავრცელების რუკა საქართველოში,
ირინა ხატავს ძალიან კარგად და მას აქვს თავისი ნამუშევარი სეისმური გავრცელების
რუკა , ასევე ჩართულია სხვა აქტივობებშიც.სტანდარტი:გეო.IX.1. მოსწავლეს
შეუძლია რუკების და სხვა
თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები.(მიხედვით)
|
შებრუნებული საკლასო ოთახი;
ტექსტებისა და რუკების ანალიზი
|
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფები
|
ფლირჩატები, მარკერები,
ტექსტი, თემატური რუკები,
სახელმძღვანელო, ბარათები ჯგუფების სახელწოდებებით.
ფაზლის ბადე.
სტატიები.
|
10-წ
|
5.
|
აქტივობა N 3
- პრეზენტაცია 15 წთ.
ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას და ავსებენ ყველა
სტატიის შესახებ ინფორმაციას.
გამოაქვთ დასკვნა.
|
დისკუსია
პრეზენტაცია
|
მთელი კლასი
|
15-წთ.
|
|
6.
|
აქტივობა
N 4 -შეჯამება-
დისკუსია ( რეფლექსია 10 წთ. მთელი კლასი)
აქტივობის მიზანი: მოვახდენთ
იდეების შეჯამებას. მოსწავლეები განსაზღვრავენ მიღებული ცოდნის სარგებლიანობას.
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეებს მე ვუკითხავ გერმანელი პოეტის
გოეთეს სიტყვებს: ’...ბუნებამ არ იცის ხუმრობა.ის ყოველთვის მართალია,ყოველთვის
სერიოზულია,ყოველთვის მკაცრია.შეცდომები და გაუგებრობა მხოლოდ ადამიანისგან
მოდის “ და ვსვამ კითხვებს:
|
დისკუია
ვერბალური
|
მთელ კლასთან
|
10- წთ
|
|
8
|
აქტივობა N 5 შეფასება. ბოლოს შევაჯამებ აქტივობას და მივცემ
საშინაო დავალებას: მოიძიონ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ,
რომელიც ბუნებრივი კატასტროფების თემებზე მუშაობენ......(1 წთ)
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს შევაფასებ წინასწარ შედგენილი რუბრიკის
საფუძველზე. (2 წთ
|
მთელი
|
მთელი კლასი
|
3- წთ.
|
მოსალოდნელი შედეგები:
- მოსწავლეები
იმსჯელებენ ბუნებრივი კატასტროფების შესახებ
- დაადგენენ საქართველოში კატასტროფების გავრცელების არეალებს
- მოსწავლეები
დაადგენენ კატასტროფების გამომწვევ მიზეზებს, გავრცელების არეალებს და იმსჯელებენ
მათი თავიდან აცილების შესაძლო გზებზე.
- განუვითარდებათ:
ანალიზის, მსჯელობის, რუკაზე მუშაობის,
კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.
სტანდარტი:გეო.IX.1. მოსწავლეს
შეუძლია რუკების და სხვა
თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
- აანალიზებს რუკების,
გრაფიკების, ცხრილების, დიაგრამების და სქემების საშუალებით წარმოდგენილ
გეოგრაფიულ ინფორმაციას;
გეო.IX.5. მოსწავლეს
შეუძლია გააანალიზოს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ბუნებრივი და ანთროპოგენური წყაროები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
· აღწერს
საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი ბუნებრივი სტიქიური მოვლენის
კატასტროფულ ხასიათს და ვარაუდობს მათი თავიდან აცილების შესაძლო ღონისძიებებს;
კლასის წინაშე წარმოადგენს კვლევის შედეგებს;
საჭირო
წინარე ცოდნა და უნარი: მოსწავლეებმა იციან რელიეფთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენები და
ჰავასთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენები შეუძლით ისეთი ტერმინების განმარტება,
როგორიც არის ენდოგენური, ეგზოგენური ძალები. ასევე იციან ატმოსფეროს სტიქიური მოვლენების
შესახებ და გრავიატციული ბუნებრივი
კატასტროფების შესახებ. შეუძლიათ საქართველოს რელიეფის დახასიათება.
რესურსი:
საქართველოს ფიზიკური რუკა, სტატიები, წიგნი, რვეული, თაბახის ფურცლები ,მარკერები
და ფლირჩატები, დაფა, ცარცი.კატასტროფების გავრცელების რუკები რომელიც წინასწარ
მოამზადა მოსწავლეებმა.
კლასის
ორგანიზების ფორმები: მთელი კლასი, ჯგუფები (5-ჯგუფი).
შეფასება:
განმავითარებელი, განმსაზღვრელი.
მოსწავლეები
შეფასდებიან ანალიტიკური შეფასების რუბრიკით.
დანართი
. შეფასების ანალიტიკური რუბრიკა
მიღწევის
დონეები
|
||||
შეფასების კრიტერიუმები
|
1
|
2
|
3
|
4
|
ბუნებრივი კატასტროფების გავრცელების არეალებზე მსჯელობა
|
ვერ
მსჯელობს ბუნებრივი კატასტროფების გავრცელების არეალებზე.
|
მსჯელობს ბუნებრივი კატასტროფების გავრცელების
არეალებზე, თუმცა უშვებს მრავლობით უზუსტობას
|
მსჯელობს ბუნებრივი კატასტროფების გავრცელების
არეალებზე უშვებს
მცირე უზუსტობებს
|
მსჯელობს
ბუნებრივი კატასტროფების გავრცელების არეალებზე.
|
კატასტროფების თავიდან აცილების
გზებზე მსჯელობის უნარი
|
ვერ
მსჯელობს კატასტროფების თავიდან
აცილების გზებზე .
|
მსჯელობს
ამა თუ იმ კატასტროფების თავიდან
აცილების გზებზე.
|
მსჯელობს ამა თუ იმ
კატასტროფების თავიდან აცილების გზებზე უარყოფითი შედეგების შესახებ,
თუმცა მოჰყავს არასაკმარისი და/ან არამყარი არგუმენტები
|
კატასტროფების
თავიდან აცილების გზებზე და უარყოფით შედეგებზე მოჰყავს საკმარისი/მყარი
არგუმენტები
|
მოსწავლეთა საკლასო შეფასება- ანალიტიკური
რუბრიკა.
კრიტერიუმი
|
1
|
2
|
3
|
4
|
ჩართულობა
|
არ
მონაწილეობს აქტივობებში ან მონაწილეობს იშვიათად.
|
იშვიათად
მონაწილეობს აქტივობებში და შეაქვს წვლილი მხოლოდ ზოგიერთ აქტივობაში.
|
აქტიურად
მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობათა უმრავლესობაში.
|
აქტიურად
მონაწილეობს და შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ყველა აქტივობაში.
|
თანამშრომლობა
|
არ
თანამშრომლობს ან თანამშრომლობს ძალიან იშვიათად თანატოლებთან, ჯგუებში მუშაობის
დროს.
|
იშვიათად
თანამშრომლობს თანატოლებთან ჯგუფებში მუშაობის დროს.
|
ხშირად
თანამშრომლობს თანატოლებთან ჯგუფებში მუშაობის დროს.
|
ყოველთვის
თანამშრომლობს თანატოლებთან ჯგუფებში მუშაობის დროს.
|
გაიხსენეთ წინასაგაკვეთილო
მასალა ბუნებრივი კატასტროფები და შეავსეთ
ფაზლის ბადე
შინაარსი
|
სტატია ა:
ენდოგენური
|
სტატია ბ: გრავიტაციული
|
სტატია გ: ატმოსფერული
|
სტატია დ:
ჰიდროლოგიური
|
სტატია ე:
ბუნებრივი კატასტროფების გავრცელება საქართველოში
|
კატასტროფების სახეობები
|
|||||
ეს თემა როგორ უკავშირდება საქართველოს გეოგრაფიას?
|
|||||
საქართველოს რომელ მხარეშია ამ კატასტროფების გავრცელების არეალები?
|
|||||
რომელია ფაქტორებია რომელიც განაპირობებს ამ კატასტროფების განვითარებას?
|
შეკითხვა:
1.
რომელი სტატიაა საერთო?
2.
რომელი სტატია შეიცავდა ინფორმაციას რომელიც მნიშვნელოვანად
მიგაჩნიათ?
’...ბუნებამ არ იცის
ხუმრობა.ის
ყოველთვის
მართალია,ყოველთვის
სერიოზულია,ყოველთვის
მკაცრია.შეცდომები და
გაუგებრობა
მხოლოდ ადამიანისგან
მოდის “
1. ეთანხმები თუ არა
მას?
2.რას გულისხმობს გოეთე „გაუგებრობაში“,რომელიც ადამიანისგან მოდის?
3. ჩამოთვალეთ ის
გაუგებრობები და შედეგები, რომელთაც ადამიანის
მოქმედება იწვევს.



























No comments:
Post a Comment